Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია


პარლამენტმა ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს მხარი ამჯერად 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 13. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ფარული მოსმენა-მიყურადების ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა შემოდის, რომელთაგან ერთი "გასაღები" შსს-ს რჩება და მას ექნება შესაბამის კომუნიკაციის საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ხოლო მეორე "გასაღები" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება. კონსტიტუციის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონპროექტს დადგენილ ვადაში, 10 დღეში კვლავ არ მოაწერს ხელს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

XS
SM
MD
LG