Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტზე უარი ვთქვი


საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზეს, რომელზეც მან უარი თქვა - ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „იმისათვის, რომ მიიღო თანამდებობა უკრაინის მთავრობაში, კონსტიტუციით, უნდა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. უკრაინის მოქალაქეობის მიღება ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობაზე ავტომატურად უარის თქმას. თუ მე ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ეს ავტომატურად საქართველოს კიდევ დიდი ხნით დატოვებას ნიშნავდა".

XS
SM
MD
LG