Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიაში "ალ-შაბაბმა" იკისრა პასუხისმგებლობა 36 ადამიანის დახოცვაზე


კენიაში ისლამისტმა ექსტრემისტებმა - "ალ-შაბაბის" წევრებმა იკისრეს პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომლის დროსაც ქვის კარიერში მომუშავე 36 ადამიანი მოკლეს. ექსტრემისტების განცხადებით, დახოცეს ადამიანები, რომლებიც მუსლიმები არ იყვნენ. თავდასხმა 2 დეკემბერს განხორციელდა სომალის საზღვრის მახლობლად. ექსტრემისტების ჯგუფი „ალ შაბაბი“ სომალიშია დაფუძნებული. ინციდენტი მოხდა იმავე რეგიონში, სადაც ექსტრემისტებმა გასულ კვირაში დახოცეს ავტობუსის 28 მგზავრი. კენიაში მთელ რიგ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას აკისრებენ ალ-ყაიდის მოკავშირე "ალ-შაბაბს" მას შემდეგ, რაც კენიის მთავრობამ 2011 წელს ჯარები გააგზავნა სომალიში.

XS
SM
MD
LG