Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მინისტერიალზე მსჯელობენ უკრაინის კრიზისისა და რუსეთთან ურთიერთობის შესახებ


ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში მართავენ შეხვედრებს, რომელთა მთავარ თემებადაც სახელდება კრიზისი უკრაინაში და დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესება. იმართება ასევე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი. ბერუჩაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსაც შეხვდება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსლში შეხვედრებისას დასვამს, არის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება.“ ბერუჩაშვილის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტის გრაფიკი დატვირთულია და მიზნად ისახავს საქართველოს პარტნიორების მაქსიმალური მხარდაჭერის მობილიზებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხში.

XS
SM
MD
LG