Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ და კიევმა დაგმეს რუსეთის მოქმედებები უკრაინაში


ნატოს წევრმა ქვეყნებმა და უკრაინამ დაგმეს მოსკოვის მიერ „უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების განზრახ დესტაბილიზაცია“ და მისი სამხედრო მოქმედებები ყირიმში. ნატოსა და კიევის ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა ნატოსა და მისი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში. მასში მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიერ „აღმოსავლეთ უკრაინის მიმდინარე, განზრახ დესტაბილიზაცია საერთაშორისო სამართლის დარღვევით. მათ შორის სეპარატისტებისთვის - ტანკების, საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებისა და მძიმე შეიარაღების მიწოდებით“.

XS
SM
MD
LG