Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანდელაკის განცხადებით, მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები


"რუსეთთან ალიანსში მყოფი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან“, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი კანდელაკმა. მისი ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ პირველ მოადგილედ დანიშნა ნინო ბურჯანაძის პარტიის, „დემოკრატიული მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრი ლევან ღირსიაშვილი. გიორგი კანდელაკის თქმით, უკიდურესი შეშფოთების საგანია ის, რომ ნატოსთან ურთიერთობა ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მოწინააღმდეგე პარტიის წარმომადგენელს ჩააბარეს. დეპუტატის ცნობითვე, „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები სხვა თანამდებობებზეც მუშაობენ, კერძოდ, ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის დევნილი მთავრობის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეა, ზაზა სოფრომაძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და თეიმურაზ მურღულია გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე. "აუცილებელია საქართველოს მთავრობამ განმარტოს რასთან გვაქვს საქმე, ხელისუფლებაში ოკუპანტის ოფიციალური პარტნიორის ფარულ მოსვლასთან, თუ ამ პოლიტიკურ ძალასთან „ქართული ოცნების“ დე ფაქტო შერწყმასთან", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

XS
SM
MD
LG