Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური პირები: გროზნოში შეტაკებებს ემსხვერპლა სულ მცირე 19 ადამიანი


რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 10 პოლიციელი და ცხრა ექსტრემისტი დაიღუპა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში მომხდარი შეტაკებების დროს. ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა 4 დეკემბერს განაცხადა, რომ დასრულდა „კონტრტერორისტული ოპერაცია“ შეიარაღებული პირების წინააღმდეგ, რომლებმაც საგზაო პოლიციის პოსტზე მიიტანეს იერიში და გროზნოს ცენტრში შენობა დაიკავეს. კადიროვმა განაცხადა, რომ მოკლულია სულ მცირე 9 ექსტრემისტი. ეროვნული ანტი-ტერორისტული კომიტეტის ცნობით, ბრძოლის დროს დაიღუპა 10 პოლიციელი და დაიჭრა კიდევ 28. შეტაკებების პროცესში ხანძარი გაუჩნდა საგამომცემლო სახლის შენობას, ქალაქში იყო აფეთქებები. ბოლო წლების განმავლობაში გროზნოში ეს ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. გროზნო კრემლის მიერ გამოყოფილი მსხვილი თანხებით აღადგინეს ორი დამანგრეველი ომის შემდეგ, რომლებმაც გააძლიერა ჩრდილოეთ კავკასიაში შემხვედრი ისლამისტური ამბოხი. გროზნოში ძალადობამ რამდენიმე საათით დაასწრო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ თავისი ყოველწლიური სიტყვის წარმოთქმას პარლამენტში. პუტინი პირველად 15 წლის წინ აირჩიეს პრეზიდენტად - მაშინ, როცა ხელმძღვანელობდა ომს, რომელმაც ჩეჩნეთის ხელისუფლებიდან სეპარატისტების განდევნა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG