Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში სამშვიდობო მოლაპარაკებების თარიღზე განსხვავებული ცნობები ვრცელდება


დაბნეულობაა მინსკში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვაზე. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აგრეთვე განაცხადა, რომ მიღწეულია წინასწარი შეთანხმება 9 დეკემბერს მინსკში შეხვედრის გამართვაზე.მასში მონაწილეობა უნდა მიიღო უკრაინის, რუსეთის, სეპარატისტებისა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. პოროშენკომ განაცხადა, რომ 9 დეკემბრის შეხვედრაზე უნდა ეძიონ მინსკის 5 სექტემბრის შეთანხმების რეალურად შესრულების გზები. ბელორუსიის ხელისუფლებამ 8 დეკემბერს განაცხადა, რომ არც უკრაინის მთავრობისგან და არც მეამბოხეთა წარმომადგენლებისგან არ მიუღია 9 დეკემბრის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე დადასტურება. ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები მოლაპარაკებების 12 დეკემბერს გამართვას მოითხოვენ. კრემლი აცხადებს, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარე კვირაში გამართვისთვის.

XS
SM
MD
LG