Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ოპონენტების აჟიოტაჟმა ლარის კურსზე დიდი გავლენა იქონია


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ლარის გაუფასურების საშინაო და საგარეო მიზეზებზე ისაუბრა. მისი აზრით, ლარის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მთავრობის ოპონენტების მიერ მიზანმიმართულად და ხელოვნურად შექმნილმა აჟიოტაჟმა. "ასეთი სწრაფი ტემპით არაადეკვატურ ნიშნულამდე დასვლა სწორედ ამას უკავშირდება" - განაცხადა პრემიერმა. ამავე დროს, მისი აზრით, საქართველოს სავაჭრო ბალანსზე გავლენა იქონია ასევე რეგიონში არსებულმა რთულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ. ღარიბაშვილის განცხადებითვე, დოლარი გამყარდა ყველა ერთეულის, მათ შორის ევროს მიმართაც.

XS
SM
MD
LG