Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოზეფ ბაიდენი: უკრაინა ვერ დაკარგავს ცვლილების კიდევ ერთ შანსს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერ დაკარგავს კიდევ ერთ შანსს შეცვალოს ქვეყანა უკეთესობისკენ. ვაშინგტონის ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტში შეხვედრაზე ბაიდენმა 9 დეკემბერს თქვა, რომ ხალხი სნაიპერების ტყვიებს და ყინვას არ შეეპუა, რათა მოეპოვებინა უკეთესობისკენ საკუთარი ქვეყნის ძირეული შეცვლის შესაძლებლობა. მისი მესიჯი გულისხმობდა, რომ თუ ამ თვეში შექმნილი პროდასავლური მთავრობა თავს ვერ გაართმევს ეკონომიკის რეფორმირებას და კორუფციასთან ბრძოლას, ამაო იქნება იმ უკრაინელების მცდელობა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ხარჯზე საპროტესტო გამოსვლების შედეგად ხელისუფლებიდან განდევნეს პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. ბაიმდენის თქმით, კორუფციასთან და „კლეპტოკრატიასთან“ ბრძოლა უკრაინელებს დაეხმარება მხარი დაუჭიროთ საკუთარ სუვერენიტეტს, რომელსაც რუსეთის დახმარებით საფრთხეს უქმნიან სეპარატისტები. პრორუსულ ძალებთან უკრაინის არმიის ბრძოლას აპრილის შემდეგ 4300 პირი ემსხვერპლა. ბაიდენის თქმით, უკრაინელებს კვლავ აქვთ შანსი და მისი დაკარგვა აღარ შეიძლება.

XS
SM
MD
LG