11 დეკემბერს, დილით ავღანეთის დედაქალაქში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ავღანეთის სამხედროებით სავსე ავტობუსი ააფეთქა. ხელისუფლების განცხადებით, არის მსხვერპლი. „ასოშიეიტედ პრესი“ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაიღუპა 5 და დაიჭრა 8 ჯარისკაცი. "თალიბანმა" აიღო აფეთქებაზე პასუხისმგებლობა. ბოლო კვირებში მეამბოხეების თავდასხმების სამიზნე იყო სამხედრო, დიპლომატიური და უცხო ქვეყნების სხვა ობიექტები ქაბულსა და ქაბულის მახლობლად.
ყველაზე პოპულარული
1