Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აღარ აკონტროლებს ავღანეთის ციხეებს


პენტაგონის განცხადებით, აშშ ავღანეთში აღარ ამუშავებს ციხეებს, ათწლეულზე დიდხანს გაგრძელებული ომის შემდეგ. პენტაგონის პრესმდივანმა 10 დეკემბერს გვიან საღამოს გამოაცხადა, რომ ფარვანის დაკავების ცენტრში ბოლო სამ პატიმარზე აღარ ვრცელდება აშშ-ის კონტროლი. ორი მათგანი, მათ შორის რედჰა ალ-ნაჯარი, გადაიყვანეს ავღანეთის ციხეებში, მესამე კი არ მიიჩნევა საფრთხის მატარებლად და სხვა ქვეყანაში აპირებს საცხოვრებლად გადასვლას. როგორც სენატის დაზვერვის კომიტეტის მიერ ახლახან გავრცელებული ანგარიშიდან ირკვევა, 2002 წელს ალ-ნაჯარი დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ დაუქვემდებარა ე.წ. „დაკითხვის გაძლიერებულ მეთოდებს.“ პენტაგონის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში აღარ ამუშავებს პატიმართა დაკავების ცენტრებს და დასძენს, რომ ამიერიდან ყველა ციხეზე პასუხისმგებლობა ავღანეთის მთავრობას ეკისრება. ციხეებზე კონტროლის გადაბარების პროცესი გართულდა რამდენიმე თვის წინ - აშშ შიშობს, რომ ავღანეთის მთავრობა ციხეებიდან ათავისუფლებს თალიბანის მებრძოლებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრძოლის ველს დაუბრუნდებიან.

XS
SM
MD
LG