Accessibility links

უკრაინა სამი ჯარისკაცის დაღუპვას იუწყება


ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში სამი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 8 დაიჭრა პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან შეტაკებებში განვლილი 24 საათის განმავლობაში. ეს არის პირველი მსხვერპლი მას შემდეგ, რაც 9 დეკემბრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ძალაში შევიდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. უკრაინის სამხედრო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით უკრაინის არმიამ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან 22 საარტილერიო იერიში დააფიქსირა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG