Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ასეული აფრიკიდან დაბრუნდა


მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის სრული შემადგენლობა, 142 სამხედრო მოსამსახურე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დღეს დილით დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 22-ე ბატალიონის სამხედროებმა აფრიკული მისია, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში 6 თვის განმავლობაში შეასრულეს. ნაკრები ასეულის მთავარი ამოცანა სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მდგომარეობის სტაბილიზაცია იყო. ისინი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზეც ახორციელებდნენ პატრულირებას. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში როტაციის წესით მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.

XS
SM
MD
LG