Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა


დღეს თბილისში გამართა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ჰოვიკ აბრაჰამიანის შეხვედრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობასა და სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

XS
SM
MD
LG