Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: რუსეთმა ვერ უნდა მოახერხოს განხეთქილების შეტანა ტრანსატლანტიკურ ერთობაში


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამამ მცდარი უწოდა მოსაზრებას, თითქოს სანქციების შემდგომი გაფართოების გამო ვლადიმირ პუტინი აზრს შეგცვლიდეს. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 11 დეკემბერს პრეზიდენტთან არსებული საექსპორტო პოლიტიკის საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავარია რუსეთმა ვერ მიაღწიოს მის სტრატეგიულ მიზანს. „პუტინი მაშინ მიაღწევდა წარმატებას, თუ ის შეძლებდა განხეთქილების შეტანას ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში. თქვენ რომ აშშ-ისაგან გათიშული ევროპა დაგენახათ, ეს იქნებოდა სტრატეგიული გამარჯვება და მე განზრახული მაქვს ამის თავიდან აცილება. და ამის თავიდან ასაცილებლად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ვითვალისწინებთ და სტრატეგიული მოთმინებით ვეკიდებით ევროპის ეკონომიკაზე მომხდარ რეალურ ზეგავლენას იმ სანქციების გამო, რომლის მასშტაბებიც ჩვენს მიერ არის დადგენილი.“

XS
SM
MD
LG