Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის ახალი კანონი ფიფას და ოლიმპიური უწყების ხელმძღვანელთა ანგარიშების კონტროლს გაზრდის


შვეიცარიის კანონმდებლებმა მიიღეს ახალი კანონი, რომელიც სპორტული ორგანიზაციების ოფიციალურ პირებს იმავე საკანონმდებლო დონეზე აყენებს, როგორზეც პოლიტიკურ დიქტატორებს, რათა შესაძლებელი იყოს მათი საბანკო ანგარიშების კონტროლი. კორუფციის სფეროში მრავალწლიანი ბრალდებების შემდეგ, ესკანონი სამართალდამცველებს გაუადვილებს შვეიცარიაში დაფუძნებული ათეულობით საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის, მათ შორის ფიფას და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთა საბანკო ანგარიშებზე წვდომას. შვეიცარელმა კანონმდებელმა, როლანდ ბიუხელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის რეპუტაცია შეილახა ფიფას და ოლიმპიურ კომიტეტის გარშემო კორუფციის სკანდალების გამო.

XS
SM
MD
LG