Accessibility links

ბაქოს სტადიონზე შეკრებილებმა პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება მოითხოვეს


აზერბაიჯანის ოპოზიციურმა აქტივისტებმა და მათმა მომხრეებმა მთავრობას მოუწოდეს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და დაასრულოს რეპრესიები. 1500-მდე კაცი მივიდა საპროტესტო შეკრებაზე, რომელიც მუსავათის პარტიის ორგანიზებით მაჰსულის სტადიონზე გაიმართა, ბაქოს გარეუბანში. შეკრების ნებართვა ხელისუფლების მიერ გაცემული იყო. მუსავითის ლიდერმა, ისა ყამბარმა განაცხადა, რომ თუ პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებენ, პარტია ბოიკოტს გამოუცხადებს ევროპულ თამაშებს, რომელიც გაისად უნდა გაიმართოს ბაქოში. რადიო თავისუფლკების კორესპონდენტი, ხადიჯა ისმაილოვა წინასწარ პატიმრობაშია ორი თვით. უფლებადამცავი ჯგუფები და დასავლეთის მთავრობები ისლამილოვას დაპატირებას პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG