Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში უფლებადამცველთა ოფისი დაწვეს


ჩეჩნეთის ადამიანის უფლებადამცველი ცნობილი ჯგუფის ოფისს ცეცხლი წაუკიდეს მას მერე, რაც მისმა აქტივისტებმა გააკრიტიკეს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი,მისი განცხადებისთვის კოლექტიური დანაშაულის შესახებ. იგორ კალიაპინმა, გაერთიანებული მობილური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომ ორგანიზაციის ოფისს გროზნოში, 13 დეკემბრს, ღამით, ცეცხლი წაუკიდეს. მისი თქმით, არავინ დაშავებულა თავდასხმი სდროს. კალიაპინის ცნობით, ადრე, საღამოს, ორი პირი ცდილობდა ოფისში შესვლას, ორგანიზაციის თანამშრომლებს კი შეიარაღებული პირები აედევნენ.კალიაპინმა გააკრიტიკა რამზან კადიროვის პოზიცია, რომ გროზნიში ადრე მოწყობილი თავდასხმის მონაწილეთა ნათესავები ჩეჩნეთიდან უნდა გააძევონ და მათი სახლები გაანადგურონ. კადიროვი თვლის, რომ კალიაპინს დასავლეთის დავზერვამ მისცა ფული და მან კი გროზნოზე თავდამსხმელთა ჯგუფს გადასცა ის.

XS
SM
MD
LG