Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისთვის დახმარების კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს გაუგზავნეს


კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას და რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას გულისხმობს, და რომელიც აშშ-ის სენატმა 13 დეკემბერს საბოლოოდ დაამტკიცა, პრეზიდენტ ობამას გაუგზავნეს. კანონი უფლებას აძლევს, ტექნიკური მოთხოვნის გარეშე,350 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაეწიოს უკრაინას. დოკუმენტი ასევე იძლევა უფლებას, დაუწესდეს სანქციები რუსეთის ენერგო დათავდაცვის მრეწველობას, სხვათა შორის, როსობორონექსპორტს.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ კანონი „ანტირუსული გრძნობების მანიფესტს“ წარმოდგენს.

XS
SM
MD
LG