Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთს აკრიტიკებენ მედიასაშუალებებში რეიდების გამო


თურქეთის პოლიცია რეიდებს ახორციელებს მედია-საშუალებებში, რომლებსაც, მისი განცხადებით, მჭიდრო კონტაქტები აქვს ოპოზიციურ პარტიებთან. 14 დეკემბერს ასეთი რეიდების დროს დააპატიმრეს, სულ ცოტა, 24 ადამიანი. ბრალდებებს შორის არის „დაშინებისა და მუქარის გამოყენება“, „ცილისწამება“, „უკანონო გაერთიანების შექმნა“. დაპატიმრებულებს შორის არიან გაზეთ „ზამანის“ მთავარი რედაქტორი და ტელეარხ „სამანიოლუს“ ხელმძღვანელი, რომლებსაც კავშირი აქვთ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის გავლენიან ოპონენტთან - შეერთებულ შტატებში მოღვაწე სასულიერო პირ ფეტჰულა გულენთან. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინისა და გაფართოების საკითხში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შეფასებით, დაპატიმრებები მიმართულია „ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენმა თურქეთის მთავრობას მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ მიღებულმა ზომებმა არ ხელყოს მედიის თავისუფლება და დემოკრატიული ღირებულებები.

XS
SM
MD
LG