Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიდნეიში პოლიციამ გაათავისუფლა კაფეში აყვანილი მძევლები


ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში პოლიციელები შეიჭრნენ ცენტრში მდებარე კაფეში, სადაც შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავდა აყვანილი. ოპერაცია დაიწყო ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ მძევლები აიყვანა 50 წლის ჰარონ მონისმა, წარმოშობით ირანელმა. ცნობილი არ არის, რა ბედი ეწია მას. პოლიციის ოპერაცია დასრულდა მძევლების აყვანიდან დაახლოებით 16 საათში. მანამდე სატელევიზიო კადრებზე ჩანდა კაფეში მყოფი რამდენიმე ხელებაწეული ადამიანი და შავი დროშა არაბული წარწერით. ოპერაციის მსვლელობაში, კაფე სირბილით დატოვა რამდენიმე მძევალმა. იუწყებიან, რომ არიან დაჭრილები.

XS
SM
MD
LG