Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრემიერი სერბიაში ხვდება აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებს


ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი კეციანი ჩავიდა სერბიაში, სადაც იმართება სამიტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 16 ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით. დღის წესრიგში დგას ჩინეთთან ამ რეგიონის ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხები. სამიტის მონაწილეების უმრავლესობას ევროკავშირის წევრები შეადგენენ. პეკინი აცხადებს, რომ დაინტერესებულია რეგიონის ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, მრეწველობასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირებით. ჩინეთის პრემიერ-მინისტრი 18 დეკემბრამდე დარჩება სერბიაში და დაესწრება მდინარე დუნაიზე ახალი ხიდის გახსნის ცერემონიას. 1,5-კილომეტრიანი ხიდი ჩინურმა კომპანიამ ააშენა.

XS
SM
MD
LG