Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვადა ორი წლით გახანგრძლივდა


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვადა კიდევ ორი წლით გახანგრძლივდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მისიის მუშაობა საქართველოში 2016 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში გაიგზავნა 2008 წლის სექტემბერში - მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელმაც ბოლო მოუღო რუსეთთან საქართველოს ომს. სადამკვირვებლო მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მონაწილეობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან. სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები გორში, მცხეთასა და ზუგდიდში.

XS
SM
MD
LG