Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში გმობენ პაკისტანის სკოლაზე თავდასხმას


მსოფლიოში გმობენ ექსტრემისტების თავდასხმას პაკისტანის ქალაქ ფეშავარის სკოლაზე, სადაც 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უმეტესწილად ბავშვები. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა მომხდარს „საზარელი აქტი“ უწოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „შემზარავი თავდასხმა“. პაკისტანის მეზობელი ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ „უდანაშაულო ბავშვების დახოცვა ისლამის წინაღამდეგ არის მიმართული“. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, პაკისტანელი მალალა იუსუფზაის თქმით, მას „გული მოუკლა ტერორის უაზრო ...აქტმა“.

XS
SM
MD
LG