Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციაზე მიწვეულია მიხეილ სააკაშვილი


ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას სტრასბურგში დაესწრება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - ეს ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ევროპის სახალხო პარტიის წევრზე იაცეკ სარიუშ ვოლსკიზე დაყრდნობით. პოლონელი ევროპარლამენტარის განცხადებით, სტრასბურგში სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიამ მიიწვია, რადგან მიიჩნევს, რომ ასოცირების შეთანხმება სწორედ მისი პოლიტიკური გუნდის მიერ გატარებული რეფორმების დამსახურებაა. რატიფიკაციის ცერემონია ხუთშაბათს გაიმართება.

XS
SM
MD
LG