Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გააუქმა


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა ტერორიზმთან დაკავშირებულ შემთხვევებში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გააუქმა მას შემდეგ, რაც ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ქალაქ ფეშავარში, სკოლაზე თალიბანის თავდასხმას 132 ბავშვი ემსხვერპლა. მთლიანობაში დაიღუპა 141 ადამიანი. პაკისტანის თალიბების თქმით, ეს იყო შურისძიება მთავრობის მიერ რეგიონში წარმოებული სამხედრო ოპერაციისთვის. პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა თავდასხმას „ველურების მიერ მოწყობილი ეროვნული ტრაგედია“ უწოდა და პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პარტიას მოუწოდა, ოთხშაბათს ფეშავარში შეიკრიბონ რეგიონის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ოთხშაბათს პაკისტანში სამდღიანი ეროვნული გლოვა დაიწყო მომხდართან დაკავშირებით. ტერაქტი მკაცრად დაგმეს მსოფლიოს მასშტაბით. სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი პაკისტანმა 2008 წელს შემოიღო. ადამიანის უფლებათა დამცველთა თანახმად, ქვეყნის 8000-მდე პატიმრიდან ამჟამად 800-მდე ელის სიკვდილით დასჯას ტერორიზმის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG