Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა ხელს მოაწერს კანონპროექტს, რომელიც რუსეთისთვის ახალ სანქციებს ითვალისწინებს


თეთრი სახლის თანახმად, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიმდინარე კვირის ბოლომდე მოაწერს ხელს კანონპროექტს, რომელიც რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს უკრაინაში მისი მოქმედებების გამო. ამის შესახებ პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა გამოაცხადა. კონგრესმა 13 დეკემბერს მოიწონა კანონპროექტი. სანქციები გათვალისწინებულია რუსეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის მრეწველობისთვის. გარდა ამისა კანონპროექტი უკრაინისთვის 350 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიწოდების უფლებას იძლევა.

XS
SM
MD
LG