Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სიკვდილით დასაჯეს ორი ექსტრემისტი


პაკისტანში სიკვდილით დასაჯეს ორი ადამიანი მას შემდეგ, რაც 16 დეკემბერს სკოლაზე ექსტრემისტების თავდასხმის გამო აღადგინეს სასჯელის ეს ფორმა. პაკისტანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ორი ადამიანი სიკვდილით დაისაჯა 19 დეკემბერს, ქალაქ ფაიზალაბადში. მანამდე ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ დღეებში სიკვდილით დასჯიან 23 ტერორისტს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაზ შარიფმა სიკვდილით დასჯაზე 2008 წელს დაწესებული მორატორიუმი გააუქმა მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებმა ამ კვირაში, სკოლაზე თავდასხმისას დახოცეს 140-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 132 ბავშვი.

XS
SM
MD
LG