Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აშშ-ის ახალ სანქციებს უწოდებს „უსარგებლოს“


რუსეთმა „უსარგებლო“ უწოდა აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე მის უფლებას ისტორია განაპირობებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 დეკემბერს განაცხადა, რომ ახალი სანქციები რუსეთს ვერ აიძულებს ხელი აიღოს ყირიმზე, ვინაიდან ის რუსეთის „ისტორიული და განუყოფელი ნაწილია.“ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 19 დეკემბერს ამერიკულ კომპანიებს და ცალკეულ პირებს აუკრძალა ყირიმში ან ყირიმიდან ნებისმიერი საქონლის, მომსახურების თუ ტექნოლოგიის ექსპორტი და იმპორტი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი აპირებს აშშ-ის და კანადის მიერ დაწესებული ახალი სანქციების საპასუხო ზომების შემუშავებას. „ვაშინგტონს და ოტავას ვურჩევდით გაიაზრონ ამგვარი ნაბიჯების შედეგები. ჩვენ ვიმუშავებთ საპასუხო ზომებზეო“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.

XS
SM
MD
LG