Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს: 24 საათი არავინ იყო ცოცხალი და საკუთარი ვებგვერდის წამკითხავი?


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროს განმარტებას, რომ 20 დეკემბერს გავრცელებული განცხადების ტექსტი ტექნიკური მიზეზების გამო მინისტრთან შეთანხმებული არ ყოფილა. მან „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „24 საათი არავინ იყო ცოცხალი და საკუთარი ვებგვერდის წამკითხავი? ასეულობით კომენტარსაც ის ადამიანი შლიდა, ვინც ეს განცხადება დაწერა, არ ჩათვალა საჭიროდ მისი ვინმესთვის ჩვენება, გააქანა და პირდაპირ ვებგვერდზე გამოკიდა?“. თინა ხიდაშელის განცხადებით, პრემიერმა თავდაცვის სამინისტროს უკარნახა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, თუმცა სამინისტრომ პრემიერის მოწოდების მიუხედავად მაინც მხოლოდ პირობითად მოიხადა ბოდიში. მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე უარესი ის არის, რომ "მდუმარენი და დამალულნი პრემიერის განცხადების შემდეგ აჟღურტულდნენ".

XS
SM
MD
LG