Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ქურთმა მეომრებმა უკან დაახევინეს "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებს


ერაყში ქურთმა მებრძოლებმა უკან დაახევინეს ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სინჯარში. კვირას ქალაქში აფეთქებებისა და იტენსიური სროლის ხმა ისმოდა. ამერიკელი სამხედროების განცხადებით, 21 დეკემბერს მათ ოთხი საჰაერო იერიში განახორციელეს სინჯართან. ერაყელმა ქურთმა მეომრებმა, რომლებსაც ფეშმერგას უწოდებენ, გასულ კვირაში წამოიწყეს ოპერაცია სინჯარზე კონტროლის აღსადგენად და გზა გახსნეს სინჯარის მთისაკენ, რომელიც ქალაქს დაჰყურებს. შედეგად მოხერხდა ბრძოლების გამო მთებში გაქცეული ათასობით სამოქალაქო პირის, უმეტესწილად იეზიდების ევაკუაცია.

XS
SM
MD
LG