Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ტელეფონით ესაუბრება უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს


კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 22 დეკემბერს ტელეფონით ესაუბრება უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს უკრაინაში კონფლიქტის განსახილველად. კრემლის მრჩეველი საგარეო ურთიერთობის საკითხებში, იური უშაკოვი აცხადებს, რომ საუბრის დროს შეეხებიან ამჟამინდელ კრიზისულ ვითარებას და საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის პეერსპექტივას. საკონტაქტო ჯგუფში შედიან უკრაინის, რუსეთის, უკრაინაში მოქმედი სეპარატისტებისა და ეუთოს წარმომადგენლები. წელს, 5 სექტემბერს ჯგუფმა მიაღწია შეთანხმებას ზავზე და სხვა ზომებზე კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად. ზავის მიუხედავად, 5 სექტემბრის შემდეგ 1000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. თუმცა მიმდინარე თვეში ბრძოლებმა იკლო. აპრილიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტმა 4700-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG