Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი მიესალმა საქართველოს მხარდაჭერას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე


გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს მიმართ გამოთქმულ მხარდაჭერას მიესალმა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. „იმ რთულ ვითარებაში, როცა ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%, ასიათასობით მოქალაქე ქცეულია ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად, საქართველო აწარმოებს კონსტრუქციულ, მშვიდობიან და რაციონალურ პოლიტიკას, რომლის მიუხედავად, რუსეთმა გადადგა ნაბიჯები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ანექსიისაკენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს რეგიონის უსაფრთხოების გარემოს“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებაში. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების მხარდაჭერა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისე ქვეყნის თანმიმდევრული პოლიტიკის მიმართ. „მტკიცედ გვწამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართულობას შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესების შესაჩერებლად", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG