Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ აფხაზეთის რეგიონთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო


გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გაავრცელა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მან ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მუდმივი მცდელობის გამო ხელყოს საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება“ აფერხებს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მოგვარებისკენ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით. რუსეთის მიერ აფხაზეთის რეგიონთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ლიტვა ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აღნიშნავს, რომ არსებობს მსგავსი სცენარის ცხინვალის რეგიონში განმეორების რეალური საშიშროება.

XS
SM
MD
LG