Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში ხელჩართული ჩხუბი გაიმართა


უმცირესობის და უმრავლესობის წევრებს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტების გადანაწილებაზე და პროცედურულ საკითხებზე დაწყებული კამათი უძღვოდა წინ. პროცედურულ საკითხებზე დაწყებული კამათი პოლიტიკურ ბრალდებებში გადაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში ოპოზიციური ხმის ჩახშობას ცდილობს. დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ მმართველი გუნდი რუსეთისკენ სვლაში დაადანაშაულა. დეპუტატი სწორედ ამ თემაზე საუბრობდა, როცა პოლიტიკური განცხადება გინებით გააგრძელა, რასაც საბოლოოდ ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. იუწყებიან, რომ პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო მას შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა ერთმანეთს მიკროფონი ჩაარტყა თავში.

XS
SM
MD
LG