Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი რადიკალი სასულიერო პირის დაპატიმრებას ცდილობს


პაკისტანის სასმართლომ მიიღო დადგენილება რადიკალი სასულიერო პარის დაპატიმრების თაობაზე, რომელმაც არ დაგმო ფეშავარის სკოლაზე განხორცილებული სისხლიანი თავდასხმის და მეტიც დაემუქრა ყველას, ვინც ის ამისათვის გააკრიტიკა. ისლამაბადის პოლიციის ცნობით, მათ მიიღეს სასამართლოს სანქცია დააპატიმრონ თალიბების მომხრე სასულიერო პირი და წითელი მეჩეთის წინამძღვარი მაულანა აბდულ აზიზი. 16 დეკემბერს პაკისტანელი თალიბების მიერ ფეშავარის სკოლაზე მოწყობილ თავდასხმას 151 ადამიანი, მათ შორის სულ მცირე 9 ბავშვი შეეწირა. მაულანა აბდულ აზიზმა მრევლს უთხრა, რომ ეს თავდასხმა იყო სამართლიანი რეაქცია არმიის ანტიისლამისტურ ოპერაციებზე ჩრდილოეთ ვაზირისტანის პროვინციაში.

XS
SM
MD
LG