Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მოკლული ირანელი გენერალი თეირანში დაასაფლავეს


ირანის ბრიგადის გენერალი მოკლეს ერაყში, სადაც ის თავისი ჯარს სამხედრო კონსულტაციას უწევდა. ირანის რევოლუციის გუშაგთა უწყების თანახმად, ბრიგადის გენერალი, ჰამიდ თაღავი ქალაქ სამარასთან, ბაღდადის ჩრდილოეთით მოკლეს. გენერალი 29 დეკემბერს თეირანში დაასაფლავეს. ირანის მედიის თანახმად, თაღავი სნაიპერმა მოკლა. ირანი ერაყსა და სირიაში ამ ქვეყნებს მხარდაჭერას უწევს ექსტრემისტული გაერთიანების, ისლამური სახელმწიფოს ჯარებთან ბრძოლაში. ირანი არ არის აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის მონაწილე. თეირანი სირიაში ისლამურ სახელმწიფოს და სხვა ანტისამთავრობო ძალებსაც ებრძვის.

XS
SM
MD
LG