Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის განაჩენს ხვალ გამოუტანს სასამართლო


რუსეთის სასამართლომ გადაწყვიტა, რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის განაჩენი 30 დეკემბერს გამოუტანოს 15 იანვრის ნაცვლად. ამის შესახებ მოსკოვის სასამართლომ 29 დეკემბერს გამოაცხადა.ნავალნის მომხრეები, რომლებიც თვლიან, რომ ოპოზიციონერს პოლიტიკურ მოტივით ასამართლებენ,15 იანვრისთვის არასანქცირებულ გამოსვლას გეგმავდნენ. ნავალნის მიმართ წაყენებულია ბრალი, რომ საფრანგეთის კოსმეტიკური ფირმის რუსეთის ფილიალის კაპიტალი, ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი გაფლანგა. თუ დანაშაული დაუმტკიცდა, მას ათწლიანი პატიმრობა ემუქრება. ნავალნისთან ერთად საქმეში მისი ძმა გადის.

XS
SM
MD
LG