Accessibility links

საზოგადოება "ივერია" რუსული არხების აკრძალვას ითხოვს


საზოგადოება "ივერიამ" რუსული არხების აკრძალვის თხოვნით პროკურატურას მიმართა. მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილის სახელზე შეტანილ განცხადებაში ლაპარაკია რუსული არხების მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომზე. „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს საწინააღმდეგოდ დაწყებული საინფორმაციო ომი რეალური ომია, რომელიც ომისთვის დამახასიათებელი ყველა მეთოდის გამოყენებით მიმდინარეობს. ეს ომი ამავე დროს "ჰიბრიდული ომის" შემადგენელი ნაწილია სადაზვერვო და ტერორისტულ ოპერაციებთან, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და ფინანსურ ომებთან ერთად“ - ნათქვამია განცხადებაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG