Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს სომხეთი ოფიციალურად შეუერთდა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს


დღეს სომხეთი ოფიციალურად შეუერთდა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, რომლის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გუშინ შევიდა ძალაში. ამგვარად, გაერთიანებაში ამჟამად შედის ოთხი სახელმწიფო - რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი და სომხეთი. ევრაზიული კავშირის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და მუშახელის გადაადგილების თავისუფლება. სომხეთს არა აქვს კავშირის წევრ ქვეყნებთან საერთო საზღვრები. ამიტომ ხელშეკრულებაში აღნიშნულია უცხო სახელმწიფოებსა და კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ტვირთების გადაადგილების საგანგებო წესი. საბაჟო წესების ადაპტაციისა და უნიფიკაციისთვის დადგენილია რვაწლიანი გარდამავალი პერიოდი.

XS
SM
MD
LG