Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰელმანდის გუბერნატორის მოადგილე: ავღანეთის ჯარებმა მექორწილეებს ესროლეს


ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, სამთავრობო ჯარები არიან პასუხისმგებელი ნაღმსატყორცნით იერიშისთვის, რასაც 31 დეკემბერს ქვეყნის სამხრეთში მდებარე პროვინცია ჰელმანდში სულ ცოტა 20 მექორწილის სიკვდილი მოჰყვა და 50-ზე მეტი დაიჭრა. ჰელმანდის გუბერნატორის მოადგილის, მოჰამად ჯან რასულიარის თანახმად, ჯარებმა ნაღმები დაუშინეს ახლომდებარე რაიონში საქორწილო ცერემონიას, მას მერე, რაც იმავე რაიონში მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს არმიის საკონტროლო პუნქტს. მისი თქმით, სამხედროები, რომლებსაც მიუძღვით მომხდარში ბრალი, სამხედრო სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ინციდენტთან დაკავშირებით დაპატიმრებული არიან ოთხი ჯარისკაცი და ერთი მეთაური.

XS
SM
MD
LG