Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში „ქვეყნის რუსეთისაკენ სვლა“ გააპროტესტეს


უნგრეთის დედაქალაქში მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა იმ პოლიტიკური კურსის წინააღმდეგ, რომელშიც მოქალაქეთა ნაწილი რუსეთთან ქვეყნის დაახლოების სახიფათო ნიშნებს ხედავს. 2 იანვარს დაახლოებით 5000 კაცი შეიკრიბა ბუდაპეშტში, სახელმწიფო ოპერის წინ და დაგმეს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის „პრომოსკოვური გადაწყვეტილება“. ოპონენეტბს მხედველობაში აქვთ, უნგრეთის მიერ რუსეთიდან აღებული 10 მილიარდი ევროს მოცულობის სესხი, რომელიც ქვეყნის ბირთვული ელექტროსადგურის გაფართოებას უნდა მოხმარდეს. უკმაყოფილო დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით„უნგრეთი რუსეთის გავლენაში ექცევა.“ მმართველი პოლიტიკური ძალის წინააღდეგ ბუდაპეშტში გასული წლის ოქტომბერშიც გაიმართა მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები. აქციამ მაშინ მიზანს მიაღწია, ხელისუფლებამ უარი თქვა საკანონმდებლო პროექტზე, რომელიც ინტერნეტზე გადასახადის დაწესებას ისახავდა მიზნად.

XS
SM
MD
LG