Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაინიშნა ბოსტონის მარათონის ტერაქტის ბრალდებულის სასამართლო


ბოსტონის მარათონის დროს მომხდარ აფეთქებაში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევის სასამართლო პროცესი 5 იანვარს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ უარყო ადვოკატების აპელაცია პროცესის გადადებისა და ბოსტონის ნაცვლად მისი სხვაგან გამართვის თაობაზე. ჩრდილოეთ კავკასიური წარმომავლობის მქონე აშშ-ის მოქალაქე ჯოხარ ცარნაევი უარყოფს სამი ადამიანის მოკვლისა და 260-ზე მეტის დაშავების ბრალდებას, როდესაც 2013 წლის აპრილში ბოსტონის მარათონის დროს მან და მისმა უფროსმა ძმამ ტამერლანმა წინასწარი გამოძიებით ზურგჩანთაში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით მოახდინეს ტერაქტი. 21 წლის ჯოხარ ცარნაევს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ელოდება.

XS
SM
MD
LG