Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დღეს იწყება ნაფიც მსაჯულთა შერჩევა ცარნაევის პროცესისთვის


შეერთებულ შტატებში 5 იანვარს იწყება ნაფიც მსაჯულთა შერჩევა ბოსტონში აფეთქებების მოწყობაში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევის სასამართლო პროცესისთვის. შერჩევა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა გასტანს, რადგან 12 ნაფიც მსაჯულს 1200-მდე კანდიდატიდან შეარჩევენ. 2013 წლის აპრილში, ბოსტონის მარათონზე მოწყობილი აფეთქებების შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა 260-ზე მეტი ადამიანი. ეთნიკურად ჩეჩენი ჯოხარ ცარნაევი შეერთებული შტატების მოქალაქეა. ამ დღეებში უარყოფილ იქნა მისი დაცვის შუამდგომლობა პროცესის გადადების, ან პროცესის არა ბოსტონში გამართვის თაობაზე. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ჯოხარ ცარნაევმა და მისმა უფროსმა ძმამ, ტამერლანმა მოაწყეს აფეთქებები. ტამერლანი აფეთქებებიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა პოლიციელებთან ურთიერთსროლის დროს. 21 წლის ჯოხარ ცარნაევს, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, სასიკვდილო განაჩენი ემუქრება.

XS
SM
MD
LG