Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი საჭიროდ მიიჩნევს ზოგ საკითხზე პირდაპირი კენჭისყრის გამართვას


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი საჭიროდ მიიჩნევს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე რეფერენდუმების გამართვას. მისი თქმით, „კარგი“ იქნებოდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საკითხების მოგვარება რეფერენდუმების მეშვეობით, ასეთი საკითხების პარლამენტში გატანის ნაცვლად. ირანის 1979 წლის კონსტიტუციით დაშვებულია მნიშვნელოვან საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარება, თუმცა ამ გზას ძალიან იშვიათად იყენებენ. როჰანი ინიციატივით გამოვიდა მოხსენებაში, რომელიც ეხებოდა ირანის საერთაშორისო იზოლაციისათვის ბოლოს მოღებას, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩართულობის შეზღუდვის და მეტი გამჭვირვალობის მეშვეობით. ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებია დაწესებული ბირთვული პროგრამის საკითხში უცხოეთთან უთანხმოების გამო. როჰანის მოხსენება მიჩნეულია კრიტიკად კონსერვატიული ძალების მიმართ.

XS
SM
MD
LG