Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი უკრაინას ჰპირდება დამატებით 2,12 მლრდ დოლარის კრედიტებს


ევროკომისია უკრაინას ჰპირდება დამატებით 1,8 მილიარდი ევროს, ანუ 2,12 მილიარდი დოლარის საშუალოვადიან კრედიტებს, ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად. ამასთან, ევროკომისიამ 8 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს რეფორმები, რომლებსაც ითვალისწინებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა და განახორციელოს ევროკავშირთან შეთანხმებული ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა. იმისათვის, რომ უკრაინამ კრედიტები მიიღოს, გადაწყვეტილება ჯერ უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის 28 წევრმა და ევროპარლამენტმა. ევროკავშირს უკვე აქვს გამოყოფილი უკრაინისათვის 1,6 მილიარდი დოლარის კრედიტები.

XS
SM
MD
LG