Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პოლიცია თავდამსხმელებთან კონტაქტზე გავიდა


საფრანგეთის პოლიციამ ალყა შემოარტყა პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, სადაც სატირულ ჟურნალზე მოწყობილ თავდასხმაში ეჭვმიტანილები და მათ მიერ აყვანილი, სულ მცირე, ერთი მძევალი უნდა იმყოფებოდეს. სატელევიზიო პირდაპირი ჩართვების თანახმად პოლიციამ ეჭვმიტანილების იზოლირება მოახდინა ქალაქ დამარტინ ან გოელში და ამჟამად მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ეჭვმიტანილი ძმები შერიფ და საიდ კუაშები, პოლიციელების მიერ ალყაშემორტყმულ ერთ-ერთი საწარმოს შენობაში იმალებიან და მიმდინარეობს მათი გაუვნებელყოფის ოპერაცია. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ახლომდებარე სკოლები დაიხურა და მოქალაქეებს მოუწოდეს არ გამოვიდნენ სახლებიდან.

XS
SM
MD
LG