Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ "კონკრეტული შედეგები" იქნება რიგის სამიტისათვის


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უნდა მოხერხდეს „კონკრეტული შედეგების“ მიღწევა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტისთვის, რომელიც 21-22 მაისს გაიმართება. ეს განცხადება მან 9 იანვარს ლატვიაში ვიზიტის შეჯამებისას გააკეთა. რიგის სამიტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი მოლოდინი უკავშირდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას. "მე არ მინდა წინასწარ რაღაც მოლოდინი შევქმნა საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენ ჩვენი მხრიდან, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ. დანარჩენი იქნება, რა თქმა უნდა, საერთო კონიუნქტურაზე დამოკიდებული, რა ვითარებაც იქნება ევროპაში, მსოფლიოში ზოგადად. მაგრამ ერთი მინდა გითხრათ ხაზგასმით, რომ გვაქვს მყარი, ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ლატვიისაგან", განაცხადა ღარიბაშვილმა. ლატვია ამჟამად არის ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა მონაწილეობას რიგაში მისი ვიზიტისას გამართულ კონფერენციაში "ევროპის განვითარების წელი". კონფერენციაზე ღარიბაშვილი გამოვიდა მოხსენებით, რომელშიც შეეხო წლის მიღწევებს, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას, რუსეთთან ურთიერთობასა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პერსპექტივას.

XS
SM
MD
LG