Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ დაგმო საფრანგეთში მომხდარი ტერაქტები


ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ დაგმო საფრანგეთში მომხდარი ტერაქტები და აღნიშნა, რომ ისლამი მშვიდობიანი რელიგიაა. შაბათს პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი გმობს ყველა სახის ტერორს, სადაც კი უნდა ხდებოდეს ის. როჰანის თქმით, რადიკალების მიერ ჩადენილი ტერაქტები სიძულვილსა და ისლამოფობიას იწვევს. მისი სიტყვებით, წინასწარმეტყველი მუჰამედი სამართლიანობის მომხრე იყო და კეთილგონიერებისა და მიმტევებლობის მოწოდებით გამოდიოდა. ეს განცხადება როჰანიმ გააკეთა მას მერე, რაც ორი დღით ადრე ირანის უშიშროების ძალებმა ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს არ მისცეს უფლება, მსვლელობა გაემართათ პარიზში მოკლული ჟურნალისტების საპატივცემულოდ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმა, მაგრამ აღნიშნა, რომ მიუღებლად მიაჩნია „მონოთეისტური რელიგიების შეურაცხყოფა“.

XS
SM
MD
LG